დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

Political Party

The "Alliance of Patriots of Georgia" is a Georgian parliamentary political party


See our program by the link
http://patriots.ge/Newspaper/

24:40
4
1 month ago
5:20
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან „მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ორ თვეზე მეტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო მოძრაობა. ეს საპროტესტო მოძრაობა, რამდენიმე ფლანგზეა გაშლილი. მიმდინარეობს შიმშილობის აქცია. მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გავმართეთ თბილისსა და ბათუმში და მკაფიოდ მინდა ვთქვა, ეს საპროტესტო აქციები არ შეწყდება. ჩვენ გადავდივართ მოქმედების სრულიად ახალ ეტაპზე და ეს მოედება მთელს საქართველოს, არამარტო თბილისს, საქართველოს მთელს რეგიონებს. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება. ამ გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო კვირკაშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ, თალაკვაძემ. ამ ჯგუფმა პლიუს გოგორიშვილმა- ბოკერიას ჯგუფმა, მაჭავარიანმა. აი ამ ხალხმა მორიგჯერ გააყალბა ქვეყანაში არჩევნები. ჩვენ, არ დავუშვებთ ხელისუფლების უზურპაციას ამ ჯგუფის მხრიდან, ჩვენ არ დავუშვებთ ბოკერიას გადარჩენის და გაცოცხლების მცდელობას, რასაც მიზანიმიმართულად აკეთებს კვირიკაშვილის გუნდი. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ დავუპირისპირდებით ამ უკანანონობას, უსამართლობას და ძალადობას. გეუბნებით ღიათ და საჯაროდ, პირდაპირ მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს დატოვოს ეს თანამდებობა, გადადგეს და გადავიდეს რიგით დეპუტატად. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას და იმ მოვალეობას, რაც მას ეკისრება. ის, ასევე წარმოადგენს ბოკეიას ჯგუფის გამცოცხლებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს, ამიტომ უნდა გადადგეს პარლამენტის თავჯმდომარე და გადავიდეს, რიგით დეპუტატად. არის პარლამენტში არაერთი ადამიანი, რომელიც ვარწმუნებ მე კობახიძესაც და კვირიკაშვილსაც, მდინარაძეებსაც, რომ გადასარევად მოახერხებს, რომ გაუძღვეს საქართველოს პარლამენტს. ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა საჯაროა, ჩვენ უახლოეს დღეებში 9 ნოემბერს გვექნება მასშტაბური აქცია ბორჯომში. ჩვენ არ ვაპირებთ ბორჯომში პოზიციების დათმობას. იქ გვექნება საკმაოდ მასშტაბური აქცია და მოუწოდებ კვირიკაშვილ ბოკერიას, ამ ტანდემს თავისი მდინარაძეებით, თალაკვაძეებით, გოგორიშვილებით და მაჭავარიანებით, არც გაბედოთ ბორჯომს მიეკაროთ! მთელი ჩვენი აქტივი იქნება გადართული ბორჯომის არჩევნებზე და ჩვენ დავამარცხებთ კვირიკაშვილ-ბოკერიას ამ შეთქმულებას და ვამხელთ მორიგჯერ. დავუპირისპირდებით ჩვენი სიმართლით, ჩვენი ობიექტურობით იიმიტომ რომ ბორჯომის მოსახლეობის 100 % მხარს უჭერს „საქართველოს პატრიოთა ალიანსის“ კანდიდატს, ზაზა ჩაჩანიძეს და მხარს უჭერს „საქართველოს პატრიოტთა ალიანს“, როგორც პარტიას. პირდაპირ მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, ხომ არც მიაქციეთ ყურადღება პარლამენტის წინ იმ მოშიმშილეებს, რომლებიც ორი თვეა შმშილობენ და რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნები ქონდათ და აქვთ?! ხომ ფეხებზე გკიდიათ თქვენი ხალხი?! ეს ადამიანები არ არიან „პატრიოთა ალიანსის“ წევრები, მხოლოდ ისინი, არიან საქართველოს მოქალაქეები, თქვენი მოქალაქეები, რომლებსაც თქვენ უნდა აქცევდეთ ყურადღებას, ამიტომ ჩვენც გიმზადებთ სურპრიზს მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან და თქვენ ნახავთ რა დისკომფორტს შეგიქმნით ჩვენი სურპრიზი, რომელსაც მოგიწყობთ და ეს იქნება ჩვენი მხრიდან პასუხი, იმ გამოწვევაზე, რაც თქვენი იგნორირებით მოგვეცით მთელი ამ ორი თვის განმავლობაში. 10 და 15 ადამიანი კი არაა, მე რომ ვიდგე, ერთი ადამიანი პლაკატით ხელში, ორი თვის განმავლობაში, სულ, რომ არ ვშიმშილობდე და უბრალოდ ვიდგე და ვაპროტესტებდე რაღაცას, ხელისუფლება, ვალდებულია ქონდეს რეაქციაა. თქვენ არ გაინტერესებთ ხალხი. თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ხალხმა აგირჩიათ, ამიტომ როგორც აგირჩიეთ, ისე წაგაბრძანებთ სახლებში და ბანკებში, იმიტომ რომ მთელი ეს პოლიტიკური სივრცე, პარლამენტის შიგნით, უზურპირებული აქვთ მდინარაძე- თალაკვაძე, ზარდიაშვილ -კობახიძეებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, მორიგჯერ მოვუწოდებ მე, ისევე, როგორც ვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას, დღეიდან გეუბნებით, წადი! გადადექი და გადადი რიგით დეპუტატების ჯაჭვში და სივრცეში. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, არის პარლამენტში ის ხალხი, ვინც გადასარევად უხელმძღვანელებს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი, არ არის მხოლოდ ქართული ოცნების პარლამენტი, არ არის ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის, ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და ჩვენი პარლამენტიც არის და აი, „საქართველოს პატრიოთა ალიანსის“ რომ არის ეს პარლამენტი, მე გაჩვენებთ ამას ორშაბათიდან.“- ირმა ინაშვილი
1 month ago